სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა უპირატესობა აქვს ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს მოგზაურობისას

    რა უპირატესობა აქვს ულიმიტო ინტერნეტ  პაკეტს მოგზაურობისას
    1 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მობილური ოპერატორები მრავალფეროვან სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტებს გვთავაზობენ. შეგიძლია შეიძინო დღიური MB-ები, გაიაქტიურო ერთკვირიანი, ორკვირიანი, ერთთვიანი შეთავაზებები ან ულიმიტო პაკეტი. დღესდღეობით ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია. რა უპირატესობა აქვს ამ უკანასკნელს და რამდენად გონივრული იქნება პირადად შენთვის საზღვარგარეთ ვიზიტის ფარგლებში ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურება? დღეს ვეცდებით ამ კითხვებზე პასუხების პოვნაში დაგეხმაროთ.

    მშვიდი და უშფოთველი მოგზაურობა

    ულიმიტო პაკეტი მშვიდი და უშფოთველი მოგზაურობის გარანტიას გაძლევს. მისი გააქტიურების შემთხვევაში, არ მოგიწევს MB-ების კონტროლი. შეგიძლია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ისარგებლო ინტერნეტ კავშირით. უცხო ქუჩებში გზის გაკვლევა დაგჭირდება, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირება, მივლინებაში სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულება, თუ ახალი ამბების გადაკითხვა, ხელი არაფერში შეგეშლება.

    უწყვეტი კავშირი

    დღესდღეობით საჯარო სივრცეების უმეტესობა Wi-Fi-ით არის აღჭურვილი. შეგიძლია, კაფეში დაჯდე, ისაუზმო და პარალელურად ამ დაწესებულების ინტერნეტით ისარგებლო. ინტერნეტ კავშირი სასტუმროებში, მატარებლის სადგურებსა და აეროპორტებშიც ხელმისაწვდომია. მეტიც, ხშირად ქუჩაშიც კი შეგიძლია Wi-Fi-ის გამოყენება. მაშინ, რა საჭიროა სამოგზაურო ინტერნეტი?

    სამოგზაურო ინტერნეტი უწყვეტ კავშირს უზრუნველყოფს. საზიარო ინტერნეტისგან განსხვავებით, რომელსაც შენ გარდა, კიდევ სხვა უამრავი ადამიანი მოიხმარს, შეფერხებებით არ ფუნქციონირებს და ყოველთვის დაზღვეული ხარ. გარდა ამისა, როუმინგ ინტერნეტი კიბერ თავდასხმების თვალსაზრისითაც გაცილებით უსაფრთხო ალტერნატივაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ საზღვარგარეთ მიდიხარ, ნამდვილად ღირს სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტის გააქტიურება.

    შეღავათიანი ინტერნეტი

    ულიმიტო პაკეტი განსაკუთრებით ხელსაყრელია მაშინ, როცა ხანგრძლივ მოგზაურობაში მიდიხარ და აქტიურად მოგიწევს ინტერნეტის გამოყენება. ულიმიტო ინტერნეტით სარგებლობის შემთხვევაში, იმის მიხედვით, თუ რა პერიოდი უნდა დაყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავადვე მონიშნავ დღეების რაოდენობას და ღირებულებას შესაბამისად გადაიხდი. ტარიფები იცვლება ქვეყნის მიხედვით, ხოლო იმ ადგილებში, სადაც ხელმისაწვდომია 5G მომსახურება, შენც გექნება 5G ინტერნეტთან წვდომა. როუმინგისგან განსხვავებით, სამოგზაურო ინტერნეტი გაცილებით შეღავათიანი ვარიანტია.

    როგორ შევარჩიოთ მობილური ოპერატორი

    მობილური ოპერატორების უმეტესობა თავის აბონენტებს სამოგზაურო ინტერნეტსაც სთავაზობს, თუმცა სანამ გადაწყვეტ, რომ ეს შენთვის საუკეთესო არჩევანია, აჯობებს სხვა შეთავაზებებსაც გადახედო და ტარიფები ერთმანეთს შეადარო. დღესდღეობით მოგზაურები ხშირად იყენებენ ელექტრონულ eSIM-ებს. eSIM-ი მცირე ზომის ჩიპია, რომელიც ტელეფონის სქემაშია ჩაშენებული. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია საზღვარგარეთ მოგზაურობისას, რადგან მობილურზე მონაცემთა გადაცემის სერვისის მოსაწოდებლად ელექტრონული ბარათი პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს, შესაბამისად, შეგიძლია, უფრო ხშირად და მარტივად დაამატო სასურველი რაოდენობის eSIM-ები.

    შეჯამება

    ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი ყველაზე უსაფრთხო და უშფოთველი მოგზაურობის გარანტია. მისი გააქტიურების შემთხვევაში, შეგეძლება, ნებისმიერ დროსა და ადგილას ისარგებლო ულიმიტო MB-ებით, რაც შენს კომფორტსა და დაცულობას უზრუნველყოფს. გადახედე მობილური ოპერატორების შეთავაზებებს და აირჩიე შენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ყველაზე შეღავათიანი ტარიფით.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ