სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა დაემართა "სომხეთის მთავარ ცხვირს" თბილისში?

    რა დაემართა "სომხეთის მთავარ ცხვირს" თბილისში?
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისში, ლაღიძის წყლებში, სომეხ კომიკოს, ფრუნზიკ მკრტიჩიანს ხშირად ჰყვარებია სტუმრობა და ქართველ მომღერალთან, ბუბა კიკაბიძესთან ერთად მას არაერთი სახალისო ამბავი გადახდენია.

    უცვლელად გთავაზობთ ერთ-ერთ სახალისო ისტორიას:

    თბილისში ერთ-ერთი სტუმრობის შემდეგ, როდესაც ფრუნზიკი უკან ბრუნდებოდა, წითელ ხიდზე თბილისელ "გაიშნიკებს" გაუჩერებიათ. მსახიობი მანქანიდან გადმოსულა, უფიქრია, დამინახავენ და გამიშვებენო, მაგრამ იმათ ისეთი სახეები მიუღიათ, ვითომ ვერ იცნეს და მართვის მოწმობა მოუთხოვიათ. საბუთში რომ ჩაუხედავთ, გამოგვყევიო, უთქვამთ. ფრუნზიკიც გაჰყოლია ცოტა ანერვიულებული, "გაიშნიკებს" კი პირდაპირ ქართულ სუფრასთან მიუყვანიათ, რომელსაც გარშემო მისი მეგობარი ქართველი მსახიობები შემოსხდომოდნენ რუსთაველის თეატრიდან. მსახიობები წამომხტარან, კახური ღვინით სავსე სასმისები აუწევიათ და კარგად მოულხენიათ.