სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: დავით ქაცარავამ დაკარგული ძაღლი იპოვა - ნახეთ ემოციური ვიდეო

    VIDEO: დავით ქაცარავამ დაკარგული ძაღლი იპოვა - ნახეთ ემოციური ვიდეო
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დავით ქაცარავამ დაკარგული ძაღლი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას და საყვარელ ოთხფეხა მეგობართან შეხვედრის კადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    "ატო დაგვიბრუნდა. ამ დღეების განმავლობაში უამრავი ადამიანი გვწერდა, გვიგზავნიდა ფოტოებს, წუხდა ჩვენთან ერთად ატოს დაკარგვას. დღეს გაგვიმართლა - ანანო სავანელმა Anano Savaneli დაგვირეკა და ეს ხომ არ არის თქვენი ატოო... უდიდესი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. ატო დაბრუნდა." - წერს დავით ქაცარავა.

    "ჩემო ძვირფასებო, უსაყვარლესმა გოგომ ანანო სავანელმა იპოვა ატო, იყო მის სახლთან ახლოს, 37 ე სკოლასთან, ,,პლეხანოვზე”, დოდო აბაშიძის 9 ნომერში, ეზოში დარბოდა.
    Anano Savaneli თავადაც ასეირნებდა ნაგაზს და დაინახა. რომ დამირეკა, მისი მოწერილი არ მქონდა ნანახი, საუბრის პროცესში ვნახე ფოტოები და ეგრევე ტირილი დავიწყე სიხარულით, ნამდვილად ატო იყო!
    დათო გზაშია, ჩემი ძმა უკვე მივიდა.
    ყველას უდიდესი მადლობა. სრულიად უცხო ადამიანები მწერდნენ და მგულშემატკივრობდნენ. ყველას დამსახურებაა, რადგან საერთო ენერგიამ გამოიწვია სასიხარულო შედეგი!!!
    მადლობა, მადლობა, მადლობა!!!!!!!!"- იწერება სოციალლურ ქსელში.

    VIDEO: დავით ქაცარავამ დაკარგული ძაღლი იპოვა - ნახეთ ემოციური ვიდეო